გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ზრდას ვარაუდობს
 გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ზრდას ვარაუდობს
11:40 12.08.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ მიმდინარე წლის 5-12 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 55,8 პროცენტი  არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ზრდას ვარაუდობს.
კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების რისკი გაიზრდება, გამოკითხვაში მონაწილეთა 55,8 პროცენტმა დადებითად, 20,9 პროცენტმა კი უარყოფითად უპასუხა. ამასთან კითხვაზე პასუხის გაცემა მონაწილეთა 23,3 პროცენტს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი კვირის გამოკითხვის თემა იქნება - როგორ აფასებთ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას ოპოზიციური ხმების არგაყოფის მოტივით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით?




ბეჭდვა