ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან
ღვაჩლიანმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნატა მენაბდემ შეხვედრა გამართეს ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან აურელიუს ვერიგასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატა მენაბდის ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებასა და მიღწევებს. მხარეებმა განიხილეს ის ხედვები და გეგმები, რომლებიც საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს გააჩნია აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში. ასევე ხაზი გაესვა, რომ კვლავაც გაგრძელდება კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა ლიეტუვის მხარესთან.
