საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიაში, რევაზ ბეშიძე, ერთ-ერთ
მთვარ მომხსენებლად წარსდგა ლისაბონში ევროკომისიის წარმომადგენლობის, პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლისაბონის NOVA-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტისა და რუმინეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - The 10th Anniversary of Eastern Partnership. Achievements, challenges and opportunities for the future.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და მის, როგორც პოლიტიკური პროექტის, წარმატებას.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ: პორტუგალიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ელჩები, პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორი და ლისაბონის NOVA-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მკვლევარი.
