რუმინეთში საქართველოს ელჩი ბრაშოვის ოლქს ეწვია
რუმინეთში საქართველოს ელჩი ბრაშოვის ოლქს ეწვია
23:08 08.05.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ბრაშოვის ოლქის ქალაქებს - ბრაშოვსა და ვიქტორიას ეწვია.

თანამშრომლობის ორმხრივი საკითხების განხილვის მიზნით, ელჩმა შეხვედრა გამართა ბრაშოვის საოლქო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ადრიან გაბორთან, ბრაშოვის ოლქის პრეფექტთან, მარიან-იულიან როსალიუსთან, ქალაქ ბრაშოვის მერთან, ჯორჯ სკრიპკარუსთან, ბრაშოვის ეროვნული არქივის დირექტორთან, ბოგდან-ფლორინ პოპოვიჩთან და ქალაქ ვიქტორიას მერთან, გეორგე კრისტიანთან.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონებს შორის დაძმობილების შესაძლებლობებზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებასა და კულტურის, მეცნიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში კავშირების განმტკიცებაზე.

ქ. ვიქტორიას მერთან შეხვედრისას, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქალაქ ვიქტორიას საქართველოსთან აკავშირებს მეტად საინტერესო ფაქტი: მის სამ მთავარ ქუჩაზე განლაგებული სახლები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებს მიეკუთვნება, ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ლონგინოზ სუმბაძის პროექტით გაშენდა. აღსანიშნავია, რომ დღეს, ქალაქ ვიქტორიას მთავარ ქუჩებზე 60-მდე ქართული სახლი დგას.


ბეჭდვა