სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა კომენიუსის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა კომენიუსის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
18:28 08.05.2019
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ ბრატისლავიის კომენიუსის უნივერსიტეტის მოწვევით, იმავე უნივერსიტეტთან არსებული დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ლექციაზე საქართველოს ელჩმა მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებზე.

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ დიპლომატიური აკადემიის დოქტორანტები და საქართველოთი დაინტერესებული სხვა სტუდენტები.
ბეჭდვა