ესტონეთის ახლად არჩეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე ესტონეთის მხარდაჭერა დაადასტურა
ესტონეთის ახლად არჩეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე ესტონეთის მხარდაჭერა დაადასტურა
11:34 08.05.2019
ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ჰენნ პილუაასთან.



შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური თემატიკა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების აქტიურ დინამიკას.


ესტონეთის პარლამენტის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჰენნ პილუასი მიესალმა საქართველო-ესტონეთის ინტენსიური თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და ურთიერთობების შემდგომი განვითარების იმედი გამოთქვა. ჰენნ პილუაასმა მადლიერება გამოხატა ელჩის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ, რომელიც მაღალ დონეზე შეფასდა.


საქართველოს ელჩმა ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ამ კონტექსტში, ქვეყნის პრიორიტეტებსა და დასახულ ამოცანებზე ისაუბრა. მან, ასევე, მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. თეა ახვლედიანმა განსკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე.
ბეჭდვა