დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
18:06 07.05.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ელჩ როს ვილსონთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს პარტნიორისა და მოკავშირის განსაკუთრებული როლი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას და აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში.

საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩ როს ვილსონს საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ბეჭდვა