კიკვიძის ბაღში დღეს სიმბოლური აქცია "ყოჩივარდის დღე" გაიმართება.
აქცია "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა" და "საქართველოს გზის" ორგანიზებით იგეგმება.
როგორც "ნიუსპრესს" "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, აქცია გაზაფხულის პირველ დღეს ეძღვნება.
აქციით ორგანიზატორები თბილისის ბაღების გადარჩენისთვის ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვამენ ხაზს.
აქცია "ყოჩივარდის დღე" 15:00 საათზე დაიწყება.
