"ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი "ჩაოობას" დაესწრო და ამომრჩეველს პროგრამა გააცნო
"ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი "ჩაოობას" დაესწრო და ამომრჩეველს პროგრამა გააცნო
17:23 05.05.2019
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, ტრადიციულ საზეიმო- კულტურულ დღესასწაულს "ჩაოობას" დაესწრნენ.

კანდიდატმა სოფლის მოსახლეობასთან დეტალურად ისაუბრა მის პროგრამაზე და ამომრჩეველს გააცნო ის პროექტები, რომელიც მიმდინარეობს და ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღესასწაული საპატიო ჩაოელის დაჯილდოებით დასრულდა.
ბეჭდვა