მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ძალიან ბევრი ვაკანსიაა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ძალიან ბევრი ვაკანსიაა
13:21 10.08.2012
საქართველოში ძალიან ბევრი ვაკანტური ადგილია.
ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე  განაცხადა და ამბროლაურში დიდი ტექნიკური სასწავლებლის აშენების ინიციატივით გამოვიდა.
რაც შეეხება დასაქმებას, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში სხვადასხვა სექტორში ძალიან ბევრი ვაკანსიაა, უბრალოდ დამსაქმებელი და დასასაქმებელი ერთმანეთს ვერ პოულობენ.
„ამბროლაურში ბევრად უფრო დიდი ტექნიკუმი უნდა ავაშენოთ. დასაქმების სამინისტრო თავის სააგენტოებს ყველგან გახსნის, ყველა ოჯახში შევა და ვნახავთ მოქალაქეებს რა კვალიფიკაცია აქვთ. ამ კვალიფიკაციის მიხედვით, დამსაქმებელს აუცილებლად გიპოვით“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, შეუძლებელია, რომ ხალხი არ დასაქმდეს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამბროლაურში უკეთესი საცურაო აუზი იყოს, ვიდრე თბილისის ცენტრშია.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სიყვარული მხოლოდ მისი საკუთრება არაა, საქართველო ყველას უნდა უყვარდეს.

ბეჭდვა