სახელმწიფო აუდიტის სამსახური კახი კალაძის ქონების დაყადაღებას ითხოვს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური კახი კალაძის ქონების დაყადაღებას ითხოვს
12:27 10.08.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძი ს უძრავი-მოძრავი ქონების დაყადაღებას ითხოვს.
„ნიუსპრესის“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს, გვიან ღამით სახელმწიფო აუდიტის სამსხურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კახი კალაძის მიმართ 17 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ განაცხადით მიმართა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 15.30 საათზე გაიმართება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.

ბეჭდვა