საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხვანჭკარის თემში ჩასვლას, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებს, მისთვის დიდი პატივი უწოდა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვდრაზე განაცხადა, რაჭაში განსაკუთრებით თბილი ხალხი ცხოვრობს და ამდენად, ის ბევრს ფიქრობს თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს რეგიონი.
„რაჭაში გზას ყველგან ვაკეთებთ, ასევე, ყველა სოფელში გავაკეთებთ წყლის კარგ სისტემას, რომ აღნიშნული პრობლემა 21-ე საუკუნეში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“ - განაცხად სააკაშვილმა.
მისი თქმით, რაჭის ყველა სოფელს ექნება ბუნებრივი აირი.
„ჩვენ შვეიცარიას არ ვგავართ და ჯერ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც ეს ქვეყანა, მაგრამ სკოლები გვექნება ისეთი, როგორიც შვეიცარიაშია, რადგან ყველაზე მეტი ქულები ეროვნულ გამოცდებში ტრადიციულად, რაჭველ ბავშვებს ჰქონდათ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რაჭაში წელს რთველი უფრო ორგანიზებულად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს ეროვნული ღირსების საკითხია.
