"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სურს, ნიჭიერი ქართველი ხალხის ძირითადი ფუნქცია
მომსახურების სფეროში მუშაობა იყოს.
მისი შეფასებით, ამის დასტური პრეზიდენტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში პროფესიული გადამზადებისთვის 1 000 ლარიანი ვაუჩერები უნდა დარიგდეს.
"მას სურს ხალხი კარგ მზარეულებად, მიმტანებად აქციოს. ამ დროს ახალგაზრდებს საფუძვლიანი განათლების საშუალებას უსპობს", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ამის პარალელურად, ათი ათასობით ნიჭიერი სტუდენტი სწავლის საფასურის გადახადს ვერ ახერხებს.
ელიზბარ ჯაველიძის აზრით, გადამზადების ცენტრებში მოსახლეობის 1 000 ლარით დაფინანსება წინასაარჩევნო დაპირებააა და როგორც ხელისუფლების სხვა დაპირებები, შეიძლება არც ეს შესრუსლდეს.
პროფესიული გადამზადების ცენტრებსა და კოლეჯებში გადამზადების მსურველი მოქალაქეები, პრეზიდენტის ინიციატივით, 1 000 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ.
