საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 30 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოვლენ
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 30 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოვლენ
14:44 26.04.2019
30 აპრილს პარლამენტის პლენარული სხდომა საზეიმოდ გაიხსნება. ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხდომას ირაკლი კობახიძე გახსნის.

სესიაზე სიტყვით გამოვლენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

30 აპრილის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ბეჭდვა