„ქრისტიან-დემოკრატები“ მახინჯაურის მოსახლეობას შეხვდნენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ მახინჯაურის მოსახლეობას შეხვდნენ
19:51 09.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მახინჯაურის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, პარტიის წევრებმა ადგილობრივთა პრობლემები მოისმინეს.
„ქრისტიან-დემოკრატები აგვისტოში შეხვედრებს უბნებში, ქუჩებში, ცალკეულ პატარა სოფლებში გავაგრძელებთ, ხოლო სექტემბერში ფართომასშტაბიან ღონისძიებებს გავმართავთ“ - განაცხადა პარტიის წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წინასაარჩევნო ლოზუნგია - „შვილებს - განათლება, მშობლებს-დასაქმება, პენსიონერებს-დაფასება“.

ბეჭდვა