დღეს შესაძლოა, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის რა საკითხებს შეეხება საუბარი სხდომაზე.
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამართვის შემდეგ, გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ მოითხოვა.
მისი თქმით, სწორედ სხდომაზე უნდა იქნეს განხილული რა მოჰყვება რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას და რა არგუმენტები აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი დღეს დაგეგმილ სხდომაზე.
