საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში ახალი სასტუმრო „ლომისა“ გახსნა და სასტუმროს მომსახურე პერსონალს გაესაუბრა.
როგორც პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმროს პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ.
სასტუმრო 63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. სასტუმროს აქვს რამდენიმე რესტორანი. „ლომისაში“ 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
სასტუმროს მშენებლობისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
