„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
18:55 09.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს“ თავმჯდომარემ და კოალიცის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელდება, არის განწყობა, რომ მან უნდა იკისროს ტვირთი ბოლომდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მუშა პროცესია და შესაძლოა, გარკვეული ჩანაცვლებაც მოხდეს.
„მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის დროს, შესაძლოა, პირი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, თუმცა, საარჩევნო კამპანიის პროცესში გამოიკვეთოს ისეთი კანდიდატები, რომლის სხვა პოზიციაზე გადანაცვლება ან მისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს“-განმარტა კობახიძემ.
რაც შეეხება კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქუთაისში გუბაზ სანიკიძეს და ხაშურში ვალერი გელაშვილს, კობახიძის განცხადებით, მათ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ბეჭდვა