პრეზიდენტი - საქართველოს აღმშენებლობაში რუსების დამქაშებს ყველაზე მეტად იუსტიციის სახლები აღიზიანებთ
პრეზიდენტი - საქართველოს აღმშენებლობაში რუსების დამქაშებს ყველაზე მეტად იუსტიციის სახლები აღიზიანებთ
18:37 09.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსებისთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება საქართველოს დამონების  და ფეხქვეშ გათელვის ტოლფასი იყო.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ახალციხეში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსები თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლიან მანამ, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს.
„ის, ვინც დღეს რუსების მიერ ჩამოყვანილი ქართველის ენით გველაპარაკება, რომ ქართველებთან პრობლემა არ აქვთ და პრობლემა მხოლოდ ერთი კაცი და ერთი მთავრობაა, იმას ქართველი ხალხის არსი არ ესმის“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აღმშენებლობაში რუსების ადგილობრივ დამქაშებს ყველაზე მეტად იუსტიციის სახლები აღიზიანებთ და მას იმის გამო ებრძვიან, რომ ამ გამჭვირვალე შენობაში ქრთამების აღებას ძველებურად ვეღარასდროს შეძლებენ.
მისივე თქმით, კრემლი ცდილობს, რომ საქართველოს შიგნით ის ხალხი გააძლიეროს, ვინც საქართველოს თავისუფლებაზე ორაზროვნად საუბრობს და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოა.

ბეჭდვა