ადამიანის უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ შეიქმნა
ადამიანის უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ შეიქმნა
17:42 09.08.2012
საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ გაფუძნდა.
როგორც ორგანიზაციის პრეზენტაციაზე მისმა ხელმძღვანელმა  ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ შექმნის მიზანი საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დანერგვა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვაა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში ადამიანის უფლებები ხშირად ილახება, „უფლებადამცველთა გაერთიანება“ კი, დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს და მის უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებში, სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სასამართლოში დაიცავს.
„ჩვენი მიზანია, ქვეყანაში გამეფებული შიშის გარდატეხვა და საქართველოს მოქალაქეების პესიმიზმის დაძლევა სამართლებრივი ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებით. გვინდა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ განწყობა - „მაინც არაფერი გამოვა“-განაცხადა მჟავანაძემ.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ იურისტებითაა დაკომპლექტებული.

ბეჭდვა