„ახლებმა“ ამბროლაურის, ლენტეხისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს
„ახლებმა“ ამბროლაურის, ლენტეხისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს
16:07 09.08.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი დაასახელა.
როგორც „ნიუსპრესს“ „მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერმა ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მირიან ლიპარტელიანი წარადგინა.
„მირიანი ლენტეხის მკვიდრი და პროფესიით ეკონომისტია. ბოლო პერიოდში ის აქტიურად იყო ჩაბმული მცირე ბიზნესში“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამბროლაურში „ახალი მემარჯევენეების“ კანდიდატი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა დონაძე იქნება, ხოლო ბაღდათის რაიონში „მემარჯვენეებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ბენო გეგეჭკორი იბრძოლებს.

ბეჭდვა