მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი დღეს პარტიის პრესსპიკერს ოფიციალურად წარადგენს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მმართველი პარტიის პრეს-სპიკერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი იქნება.
ჩიორა თაქთაქიშვილის პრეს-სპიკერად წარდგენა „ნაციონალური მოძრაობის “ ოფისში 14:00 საათზე შედგება.
