პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე სოფო კილაძე ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველ მარკ ფუმაგალს და იურიდიულ მრჩეველ ლაურენციუ ჰადირკას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები დაინტერესებული იყვნენ იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებსაც სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების კუთხით დგამს.
” ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად განვიხილავთ ჩვენს მრავალეროვან და მრავალფეროვან ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებს, იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული და თითოეულმა ადამიანმა თავი იგრძნოს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან წევრად“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
