პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს
პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს
09:09 09.08.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატს დაასახელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, დღეს პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე პარტიის ქუთაისის რეგიონულ ოფისში ამბროლაურის, ლენტეხის, ბაღდათისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელეს.
პრეზიდენტის განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.

ბეჭდვა