კახა მიქაიამ "დაიცავი საქართველო" დატოვა
კახა მიქაიამ "დაიცავი საქართველო" დატოვა
11:38 16.04.2019
კახა მიქაიამ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" დატოვა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად,
საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!

რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში", - წერს მიქაია.

ბეჭდვა