მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვია
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვია
00:04 16.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვია.

მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსაც შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა იმყოფებიან.

ბეჭდვა