რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება რუსი ალპინისტების გადარჩენისთვის ქართველ მაშველებს მადლობას უხდის
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება რუსი ალპინისტების გადარჩენისთვის ქართველ მაშველებს მადლობას უხდის
18:56 08.08.2012
ოფიციალური მოსკოვი სვანეთში მწვერვალ თეთნულდზე რუსი ალპინისტების გადარჩენისთვის საქართველოს სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის.  ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხი მთამსვლელი მაღალმთიან სვანეთში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა, მათი ევაკუაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
„ყველა მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლიერებით აღვნიშნავთ ქართველი მაშველების ეფექტურ ქმედებებს“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
ალპინისტები მწვერვალზე ასვლისას მოულოდნელად ფერდიდან მოწყდნენ და მიუვალ ადგილას ჩავარდნენ. სავარაუდოდ, ისინი ქვის ცვენაში მოყვნენ. მთამსვლელები ოთხი დღის განმავლობაში თეთნულდის ფერდობზე 3 600 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, რადგან უამინდობის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებული იყო.

ბეჭდვა