კახა კუკავა NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კუკავა NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდა
18:16 08.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა დღეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო და პოლიტიკური ვითარება იყო.
პარტიის ინფორმაციით, კუკავამ NDI-ს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო გარემოს კუთხით პრობლემებზე, მედიის თავისუფლების დაბალ ხარისხსა და პარტიების დაფინანსების შესახებ არსებულ წესებზე.
„კახა კუკავამ ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურ რეპრესიებზე, რასაც ხელისუფლება ახორციელებს რეალური ოპოზიციის წინააღმდეგ“-განმარტავენ პარტიაში.
მსგავსი შეხვედრების გამართვას „თავისუფალი საქართველო“ მომავალშიც გეგმავს.

ბეჭდვა