ზაზა შათირიშვილი: ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ
ზაზა შათირიშვილი: ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ
18:10 11.04.2019
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი 13 აპრილს ,,დაიცავი საქართველოს“ მიერ დაანონსებულ შეკრებას არ დაესწრება. მისი თქმით იგი ეკა ბესელიას თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ჟურნალისტის კითხვას, რა შუაშია ეკა ბესელია მაშინ, როცა შეკრებას დავით მაღრაძე აანონსებს, ზაზა შათირიშვილმა უპასუხა, რომ მაღრაძე მისი მეგობარია.

,,დავით მაღრაძე ჩემი მეგობარია, ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ“ , - აცხადებს შათირიშვილი.
ბეჭდვა