გვარის ხსენებაც კი შეურაცხმყოფს მე პირადად. ზარდიაშვილზ ქვემოთ აღარ დარჩა არავინ
- ასე შეაფასა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ მისმა მეგობარმა, ჩინჩალაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს ირაკლი კობახიძეს დაწერილი ტექსტი მიუტანა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს მდივანი და მდივნის არჩევის პროცედურა კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.
"შენ, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ, ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ. ასევე , კიდევ რისი ჩაწერა უნდოდათ და არ გავატანინე, - მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია, მე მსგავსი ინფორმაცია არასდროს გამიგია, პირველად ახლა მოვისმინე. ბოდიშს მოვუხდი ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რადგან „ბესელიობანათი“ დაიღალა საზოგადოება. შესაბამისად, არ ვაპირებ მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას და ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული. წარდგენის უფლება ექსკლუზიურად აქვს იუსტიციის საბჭოს, მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი სხვა შტოს ჩარევა სხვა მეორე შტოს საქმიანობაში კონსტიტუციით იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი", - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.
ზარდიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი2"-ს უნდა ეკა ბესელიამ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, ბესელიათი საზოგადება დაღლილია.
