ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წარმომადგენლების მთავარი შეფასებაა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კომიტეტი აღნიშნულ პროექტზე პარლამენტს შესაბამის დასკვნას წარუდგენს.
