„თავისუფალი საქართველო“ - კონფლიქტის დასარეგულირებლად ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალების მოსვლაა საჭირო
„თავისუფალი საქართველო“ - კონფლიქტის დასარეგულირებლად ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალების მოსვლაა საჭირო
16:27 08.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“ აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს კიდევ ერთხელ უცხადებს და  ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელთა თქმით, აგვისტოს ომს უამრავი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, როგორც ქართველ ისე ეთნიკურად ოს საქართველოს მოქალაქეებს შორის.
მათივე თქმით, დაიღუპა ასობით სამხედრო მოსამსახურე, 250 000-ზე მეტ ადამიანს კი, საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.
„2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველომ კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე კონტროლი დაკარგა. დღეს არსებული ვითარებით, საქართველოს იურისდიქცია ქვეყნის 20%-ზე არ მოქმედებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად, აუცილებელია ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ეროვნული ძალები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობების დირექტივების ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებით იხელმძღვანელებენ.

ბეჭდვა