რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები უკვე შევიდა.
2012 წლის 28 თებერვლის პრეზიდენტის №149 ბრძანებულებით, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილია ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით ყალიბდება - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისთვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებაზე გამოვიდა.
