ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მსურს, 20 წლის შემდეგ გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი
ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მსურს, 20 წლის შემდეგ გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი
14:44 10.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
20 წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. 20 წლის შემდეგ მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ - თქვა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო წელს ჩაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.

„20 წლის წინ - 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აქ ამ შესანიშნავ ქალაქში - სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს - 20 წლის შემდეგ - მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ, ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს „ჩირაღდანი“ და მომდევნო თაობებს გადავცეთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბეჭდვა