პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებზე, რომელიც დოჰაში,
საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის პარალელურად იმართება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, 3 წლის ვადით აირჩიეს. ასოციაციის მმართველ ორგანოში ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.
ასოციაცია 180 მდე ქვეყნის პარლამენტის 300ზე მეტ წევრს აერთიანებს. აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც სულ 11 წევრია გაერთიანებული, განსაზღვრავს ასოციაციის დღის წესრიგს, განიხილავს შემოთავაზებული საკითხების მიზანშეწონილობას, ამტკიცებს ასოციაციის წლიურ ბიუჯეტს და იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე.
