კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს პრეზიდენტთან შეთანხმებას ურჩევს. წიკლაურის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით დავითაშვილი "ნიუსპრესს" ესაუბრა.
შეთანხმების საგანი კი, მისი განმარტებით, ის უნდა იყოს, მიესალმება თუ არა ხელისფლება ძლიერი ოპოზიციური ძალის გამოსვლას თუ რუსულ პროექტად მიიჩნევს მას.
დავითაშვილის თქმით, წიკლაურს უფლება აქვს საკუთარი აზრი ჰქონდეს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით. თავად დავითაშვილი კი - დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია გაიმარჯვებს და ხელისუფლებას შეცვლის.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" პოლიტიკური ასპარეზიდან გაირიყება. მისი შეფასებით, ვერავინ ეღირსება საქართველოში რუსული ოცნების ახდენას.
