დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
, რომელსაც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა სხდომაზე პრეზენტაცია წარადგინეს.
სტრატეგიის პროექტის მესამე მიზანი, სხვადასხვა საკითხებთან ერთად აერთიანებს ჩართულობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების საკითხებს.
„სტრატეგიის პროექტის მესამე მიზანია სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდაზე, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და თანამონაწილეობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
„დღეს დეცენტრალიზაციის საპარლამენტო ჯგუფში განვიხილეთ სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხი, რაც დოკუმენტის მესამე სტრატეგიული მიზანია. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებული და შედეგიანი მმართველობა ადგილებზე არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რასაც ამ რეფორმის ფარგლებში გვინდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
