არჩილ თალაკვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
14:51 04.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, დე-ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე შვედეთის მხრიდან ეკონომიკური, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გააქტიურება.

შვედეთი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
ბეჭდვა