მიხეილ სააკაშვილი-აგვისტოს ომში დაღუპულები სამშობლოს ბოლომდე გმირულად იცავდნენ
მიხეილ სააკაშვილი-აგვისტოს ომში დაღუპულები სამშობლოს ბოლომდე გმირულად იცავდნენ
20:57 07.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიის ეზოში სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების  გელა თიგიშვილისა და ზურაბ ტურაშვილის გმირობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, გელა თიგიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა, რის შემდეგ, მან ისევ ჩაიცვა ფორმა და რუს დამპყრობელთან საბრძოლველად წავიდა, სადაც გმირულად დაეცა.
„ორი დღის წინ ყვარლის რაიონის სოფელ ალმათში მე დავესწარი დნმ-ით ამოცნობილი ქართველი სნაიპერის ზურაბ ტურაშვილის ნეშტის გადასვენებას. ის იყო ერთ-ერთი იმ სნაიპართაგანი, რომლებიც ცხინვალიდან არ გამოვიდნენ, არ დაემორჩილენ გამოსვლის ბრძანებას, შენობაში გამაგრდნენ და რამდენიმე დღე ოკუპანტისვე ინფორმაციით, ბოლო ტყვიამდე უწევდნენ წინააღმდეგობას და საქართველოს მიწას იცავდნენ“- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
დღეს, კასპში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი უფროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, რომელაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. გელა თიგიშვილი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. მისი იდენტიფიცირებაც რამდენიმე დღის წინ, დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თიგიშვილი და ტურაშვილი დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“.

ბეჭდვა