ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე პირველი ოთხი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რეგისტრაციაში გაატარა.
რეგისტრაციაში გატარდა ფონდი „საერთაშორისო ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრი“, „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა კავშირი“, „ამომრჩეველთა ლიგა“ და „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანა 26 სექტემბრამდე შეუძლიათ, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს - 24 სექტემბრამდე.
რაც შეეხება მედიასაშუალებების რეგისტაციაზე განაცხადებს, მათი მიღება ცესკო-ში 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.
