პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუს ჟურნალისტთან ისაუბრა
პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუს ჟურნალისტთან ისაუბრა
18:57 29.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს რუს ჟურნალისტთან, დენის კატაევთან ისაუბრა.
"ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. ამ კუთხით მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ყოველთვის მივესალმებით რუსი ინვესტორების, ბიზნესმენებისა და ტურისტების ჩამოსვლას, მაგრამ არასდროს მივესალმებით რუსულ ტანკებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსი ჟურნალისტის დენის კატაევის თქმით, საქართველოში იგი დღეს ჩამოვიდა და ამისთვის წინასწარ ვიზის მიღება არ დასჭირვებია.
რუსეთთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაზე გამოვიდა.

ბეჭდვა