კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში „კონსრევატიული პარტიის“ საარჩევნო ნომრით გამოვა
კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში „კონსრევატიული პარტიის“ საარჩევნო ნომრით გამოვა
19:57 07.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 7 ნომრით მიიღებს.
„ეს არის კოალიციის წევრი „კონსერვატიული  პარტიის“ ნომერი, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიტოვებს, რადგან ამ ნომრის გაპიარება დიდი ხანია დაწყებულია“- განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების საარჩევნო ნუმერაციის პროცედურის შემდეგ.
სუბარის განცხადებით, გაერთიანებას „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ მიენიჭა ნომერი 28, თუმცა, ეს ფორმალური პროცედურაა, ვიდრე კოალიცია ოფიციალურად დარეგისტრირდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკს შექმნიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

ბეჭდვა