„თავისუფალი საქართველო“ და „მონარქისტული პარტია“ მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან
„თავისუფალი საქართველო“ და „მონარქისტული პარტია“ მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან
14:34 07.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ მონარქისტულ პარტიასთან მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატების საკითხზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ და მონარქისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი კარტოზიამ დღეს ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს განცხადება.
კუკავას თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „მონარქისტები“ წამოაყენებენ მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს და „თავისუფალ საქართველოსთან“ და მის პარტნიორებთან ერთად, პრაიმერში ჩაერთვებიან.
ამასთან, აღნიშნული გაერთიანების მონაწილე პარტიები მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებისკენ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილსაც მოუწოდებენ, რათა საარჩევნო ოლქებში სახელისუფლებო პარტიას ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დაუპირისპირონ.
„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების წინაპირობა გახდება“-განაცხადა კუკავამ.

ბეჭდვა