პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიმართვის დროს მათზე დაკისრებული მოვალება კიდევ ერთხელ შეახსენა.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფოთში მედიისადმი გაკეთებული მიმართვის შეფასებისას აღნიშნა.
„ბიძინა ივანიშვილმა თუ ჟურნალისტებს ობიექტურობისკენ მოუწოდა - ეს ის პრინციპია, რომელსაც ყველა მოწოდების გარეშეც უნდა იცვდეს. აქედან გამოიმდინარე, ამაში რაიმე ზეწოლას ან რაიმე სხვა ნიშანს ვერ ვხედავ. მეც მინდა მოუწოდო ყველას, მათ შორის, ამ დარბაზი მყოფ ჟუნალიტებს, რომ ობიექტურები იყოთ“ - მიმართა პრესსპიკერმა მედიის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, ობიექტურობა ჟურნალისტისთვის მთავრი და ძირითადი პრინციპია, აქედან გამომდინარე, ივანიშვილის განცხადება განსაკუთრებული არაფრით არის.
ამასთან, კოალიციის პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ არაობიქტურია ის ჟურნალისტი, რომელიც მხარეს, მისდამი დამოკიდებულების მიხედვით, არამომგებიან სიტუაციაში აყნებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „მეოთხე ხელისუფლების“ რეალური ძალაუფლების დაბრუნებისა და ობიექტურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პოზიციის შესაცვლელად ძალიან ცოტა დრო დარჩა, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ზოგიერთს საზოგადოებაში დაბრუნება გაუჭირდება.
