მიხეილ სააკაშვილს პირველად მოუწია იმის აღიარება, რომ ხელისუფლება ევროატრალნტიკურ ალიანსში, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის თაობაზე ამ ხნის განმავლობაში ტყუოდა.
აღნიშნული განცხადება დღეს ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტს მოუწია ეღიარებინა, რომ უახლოეს პერიოდში ამ სტრუქტურებში შესვლის შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს და ეს შორეული პერსპექტივაა, თუმცა, ამის მიზეზზე არ უსაუბრია.
"დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გუშინ პარლამენტში გამოსვლილსას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოტოვა, მათ შორის კონფლიქტების მოგვარებს და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები.
მისივე თქმით, გუშინ პარლამენტში გაკეთებულ მოხსენებაში დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე არაფერი თქმულა.
"ახალი ბინების მშენებლობით ანუგეშებენ დევნილებს. ამ ხალხისთვის მთავარია მშობლიურ კერას დაუბრუნდეს" - აღნიშნა მან.
