ბულგარეთში, ქალაქ ბლაგოევგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას, მათი კიდევ უფრო მაღლა აყვანისა და საკონსულო ოლქის დაფარვის არეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის თვალსაზრისით.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებას ბლაგოევგრადის მერი, ატანას კამბიტოვი, საქართველოს საპატიო კონსული, იული ნუშევი, ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი ჟურნალისტები, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
