მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს სიყვარულზე პრეზიდენტს მონოპოლია არ აქვს
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს სიყვარულზე პრეზიდენტს მონოპოლია არ აქვს
10:28 07.08.2012
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სიყვარულს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პრეზიდენტის მონოპოლიად არ მიიჩნევს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, პოლიტიკური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობას“ ლოზუნგის - „მე მიყვარს საქართველოს“ მითვისებაში ადანაშაულებენ.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს სიყვარული ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის, არც რომელიმე ჯგუფის და თუნდაც პრეზიდენტის მონოპოლია და პირადი საკუთრება ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ საქართველოს სიყვარულს შინაარსი აქვს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ზოგიერთი პიროვნება აღნიშნავს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მას საქართველო არ უყვარს. მისივე თქმით, ასევე, როდესაც აცხადებენ, რომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მსოფლიოს არ უნდა შეახსენო, არც მათ უყვართ თავისი ქვეყანა.
„საქართველოს ისტორიაში არავის დავუბომბივართ. მთელი მსოფლიო გვერდით დაგვიდგა და საერთაშორისო თანამეგობრობის პატივსაცემ წევრებად დავრჩით. აუცილებლად შევალთ ევროკავშირსა და ნატო-ში, ბოლომდე გავთავისუფლდებით გაჭირვებისგან და აუცილებლად განვვითარდებით“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველომ აგვისტოს ომში ბევრი ღირსეული გმირი დაკარგა, რომელთა ხსოვნის პატივსაცემად გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, ომს რუსეთის მხრიდან მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათი ათასობით ადამიანი დევნილი გახდა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.

ბეჭდვა