ლატვიაში საქართველოს ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ლატვიაში საქართველოს ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
14:02 26.03.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

საიუბილეო ღონისძიება ორგანიზებული იყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მიერ. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, მის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნმა, ანდრის პელსშმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნმა, დან ნიკოლესკუმ მიმართეს.

თეა მაისურაძე სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირის წევრობას, რაც ასევე არის ქართველი ხალხის არჩევანი და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიისა და რუმინეთის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


ბეჭდვა