დავით ბაქრაძე ერგნეთში პოლიციელებს შეხვდება
დავით ბაქრაძე ერგნეთში პოლიციელებს შეხვდება
09:03 07.08.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გორის რაიონის სოფელ ერგნეთს ეწვევა.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძე ერგნეთის პოლიციის საგუშაგოზე პოლიციის თანამშრომლებს შეხვდება.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან ერგნეთი 600 მეტრში მდებარეობს.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის საჯარისო შენაერთებმა და ოს სეპარატისთა ბანდფორმირებებმა სოფელში სახოვრებელი სახლები გადაწვეს.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. რუსულ აგრესიას ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. ათეულობით ათასი ადამიანი დევნილი გახდა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.




ბეჭდვა