ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
09:40 25.03.2019
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს.
სტოლტენბერგი რამდნეიმე წუთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები პრესისთვის ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ნატო-ს გენერალური მდივანი პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლებს, სადაც მას სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის წევრებთან.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს 24 მარტს ეწვია
ბეჭდვა